არქივი

ფაქტები კოღოებზე

d2ca84b1cd67
მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული თითქმის მიიწურა კოღო ისევ აქტუალურია, სრულიადში ნახავთ საინტერესო ფაქტებს მათ შესახებ

ზაფხულის ცხელ დღეს, დაღლილი მოდიხარ სამუშაოდან, ცდილობ დაისვენო, რბილ ლოგინზე წამოწვები, მაგრამ არა! ისევ ეს გამაღიზიანებელი ხმა… ეს ყველაფერი მოსაბეზრებელია! მაგრამ რას ვიზამთ? სტატისტიკა ადასტურებს, რომ პლანეტაზე თითოეულ ადამიანზე 250 000 000 მწერი მოდის.

ახლა კი გაგაცნობთ რამოდენიმე სასაცილო და საინტერესო ფაქტს კოღოების შესახებ:

ამერიკის შეერთებულ შტატებში ბინადრობს კოღოების 176 სახეობა, აქედან უმეტესობა ტეხასში, ყველაზე მცირე რაოდენობით კი ისინი დასავლეთ ვირჯინიაში არიან.

კოღო არმარტო სისხლით იკვებება, არამედ ყვავილების ნექტარით ფუტკრების მსგავსად.

მხოლოდ მდედრი კოღოები კბენენ ადამიანებს.
35001a09ea88

როდესაც მდედრ კოღოს სჭირდება სისხლი კვერცხების დასადებად, ადამიანი არაა მისი პირველი არჩევანი, მას ურჩევნია უკბინოს ძროხას, ცხენს ან პატარა ძუძუმწოვრებს როგორიცაა ძაღლი ან სულაც ციყვი.

არსებობს კოღოების ისეთი სახეობები, რომლებიც კბენენ მხოლოდ ჩიტებს, რეპტილიებს ან ამფიბიებს.

კოღოების უმეტესობა ცოცხლობს 2-3კვირა არსებობენ გარკვეული სახეობები რომლებიც ცოცხლობენ 6 თვემდე.

მათ შეუძლიათ იფრინონ 1მლ/სთ სიჩქარით.

კოღოები, რომლებიც ბინადრობენ ჭაობებში, დაფრინავენ 40კილომეტრამდე რადიუსში საკვების საშოვნელად ( ასე რომ გაითვლისწინეთ, თუ სადმე ჭაობიან ადგილში მოხვდებით, უმაწყალოდ ნუ მიასრისავთ სადმე)

კოღოებს გადააქვთ ისეთი საშიში დაავადებები როგორიცაა მალარია, დასავლეთ ნილოსის ინფექცია, ყვითელი ციებ-ცხელება.
0900360188df

რატომ მე?

რაც უფრო მეტ კარბონის დიოქსიდს და რძემჟავას აწარმოებ, მით უფრო იპყრობ მათ ყურადღებას, ამ ყველაფერს კი დიდი რაოედენობით გამოიმუშავებენ ჭარბწონიანი, აქტიური, მოუსვენარი ადამიანები.

კოღოებს ურჩევნიათ უკბინონ ქალებს ვიდრე კაცებს :) , უპირატესობას შავგვრემანთან შედარებით ქერებს ანიჭებენ (სრული სიმართლეა) :D

ისინი უფრო აქტიურნი არიან სავსემთვარეობისას (პატარა მაქციები).

და ბოლოს: მათ ყურადღებას იპყრობს მუქი ტანსაცმელი.

სულ ეს იყო, იმედია მოგეწონათ

არავითარი კოპირება All Rights Reserved

vendeta

born to love everybody, u 2 :)

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button