კულტურა

56 წლის შემდეგ არქტიკა საერთოდ აღარ იარსებებს

arctic sun

სწორედ ასეთ დასკვნამდე მივიდა საერთაშორისო ორგანიზაცია “არქტიკული საბჭო”, რომელშიც 8 ქვეყნის წამყვანი მეცნიერები არიან გაერთიანებული.

მიზეზი კი ისევ და ისევ გლობალური დათბობაა, რომლის ტემპები იმაზე გაცილებით მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე წინათ ვარაუდობდნენ. ამსაბჭომ შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტიც გაავრცელა. თუმცა, ამ დოკუმენტისმიხედვით, არქტიკის გაქრობას არც თუ ისეთი ნეგატიური მოვლენები შეიძლება მოჰყვეს, როგორც ამას ვარაუდობდნენ.
პირიქით, გაიხსნება ახალი სახომალდო ტრასები, უფრო იოლი გახდება ამ რეგიონში დაგროვილი წიაღისეულის ამოღება-დამუშავება. მაგალითად, არქტიკის ნავთობის საბადოები არაფრით ჩამოუვარდება ახლო აღმოსავლეთის საბადოებს. ყველაზე მეტად ამ მოვლენით ადგილობრივი ფლორა და ფაუნა დაზარალდება, მაგალითად, თეთრი დათვები. ისინი ან სწრაფად უნდა შეეგუონ ახალ პირობებს, ან – დაიღუპებიან. თუმც, შესაძლოა, ამ რეგიონში ცხოველთა ახალი სახეობები წარმოიშვას. მოდით, დაველოდოთ და ვნახოთ, თუ რა მოვლენებს გამოიწვევს არქტიკის საბოლოო დადნობა.

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button