დეპრესია


საშინელებააა ოხხხხხხხ!!!!!!!!თავს ძალიან ცუდად გრძნობთ, ცხოვრების ხალისს კარგავთ, სრულ უუნარობას განიცდით, გაღიზიანებთ ყველა და ყველაფერი, სამყაროს მუქ ფერებში ხედავთ და თითქოს საშველიც არსაიდან ჩანს… ეს ხომ დეპრესიაა, რომელიც თითქმის ყველა ადამიანს ერთხელ მაინც ემართება.
დეპრესია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული დაავადებაა და ფსიქიატრები მის დამარცხებას უამრავი მეთოდითა თუ მედიკამენტით ცდილობენ, თუმცა როგორც ამბობენ, მის დასაძლევად ყველაზე მარტივი საშუალება – სუფთა ჰაერზე სეირნობა და მზეს მიფიცხება ყოფილა.

დეპრესია ხასიათის დარღვევის კატეგორიაა, რომლის დროსაც ადამიანი უდიდეს სულიერ ტკივილს, სევდას, დანაშაულის მტანჯველ შეგრძნებას განიცდის; საკუთარ თავს არაფრის მაქნისად, არარაობად მიიჩნევს და ცხოვრება აუტანლად ეჩვენება. დეპრესია შემდეგი სიმპტომებით ვლინდება: 1. სევდა, დამთრგუნველი სულიერი მდგომარეობა; 2. ყოფითი საქმეებისადმი ინტერესების დაკარგვა; 3. ძილის დარღვევა (უძილობა ან მუდმივად ძილის სურვილი); 4. აქტივობის დონის მკვეთრი ცვლილებები; 5. უმადობა (ან პირიქით, მოჭარბებული მადა); 6. ენერგიის დაკარგვა, ძლიერი დაღლილობის განცდა; 7. ნეგატიური თვითშეფასება; 8. ყურადღების კონცენტრირების დარღვევა, აზროვნების შენელება და მერყეობა; 9. აკვიატებული აზრები სიკვდილსა ან თვითმკვლელობაზე და ა.შ.

ვის შეიძლება დაეუფლოს დეპრესია
სტატისტიკური მონაცემებით, ყოველ მესამე ქალს და ყოველ მეათე მამაკაცს, დეპრესია ცხოვრებაში ერთხელ მაინც ეუფლება.
დეპრესია დამახასიათებელია სუსტი იმუნიტეტის მქონე (და უმეტესწილად – სუსტი სქესის) ადამიანებისთვის. ფსიქოლოგიურად ძლიერ პიროვნებებს დეპრესია არ ემუქრებათ. მათ ძალუძთ, დიდ უბედურებასა და სტრესსაც კი ამ დაავადების განუვითარებლად გაუძლონ.

ასაკი და დეპრესია
დეპრესია ადამიანს ნებისმიერ დროს შეიძლება დაეუფლოს, მაგრამ ის, ძირითადად მაინც, 35-40 წლის ასაკისთვისაა დამახასიათებელი. ზოგს მთელი სიცოცხლის განმავლობაში, მხოლოდ ერთი შეტევა შეიძლება ჰქონდეს, ზოგს კი – რამდენჯერმე გაუმეორდეს. დეპრესიის ეპიზოდებს შორის, ადამიანი სრულიად ჯანმრთელად გრძნობს თავს. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის მეოთხედს (განსაკუთრებით ქალებს), დეპრესია უხანგრძლივდება და ქრონიკულ ფორმას იღებს.

ქალებს დეპრესია შეიძლება დაემართოთ ცხოვრების განსაზღვრულ პერიოდებსა და გარკვეულ სიტუაციებში. მაგალითად, გარდატეხის ასაკში, ორსულობის, ლაქტაციის (ძუძუს წოვების), კლიმაქსისა და ხანდაზმულობის დროს.

დეპრესიის გამომწვევი მიზეზები
დაპრესიის გამომწვევი მიზეზი სხვადასხვაგვარია: კონფლიქტი – ოჯახური თუ სამსახურებრივი; ინტიმური უსიამოვნებანი; მოლოდინის გაცრუება, ოცნებების დამსხვრევა, ხანგრძლივი ემოციური თუ ფიზიკური დაძაბულობა; ინტერესების სფეროს შევიწროება. დეპრესიის გამომწვევი მიზეზი ხშირ შემთხვევაში, შეიძლება გაუცნობიერებელიც იყოს. მაგალითად, შესაძლებელია, ჯანსაღ მდგომარეობაში დაიძინოთ და დეპრესიულში გაიღვიძოთ. ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ წარსულში მძიმე ფსიქოლოგიური თუ სულიერი ტრავმები, სტრესული სიტუაციები გადაიტანეთ, რომლებმაც თავის დროზე თითქოსდა “შესამჩნევი” გავლენა ვერ მოახდინა თქვენს ფსიქიკაზე. სინამდვილეში, თქვენ ვერ მოახერხეთ ტკივილის “გამოგლოვება”, ინფორმაციამ ცნობიერების უკანა პლანზე გადაიწია, მაგრამ – მხოლოდ დროებით და ერთ მშვენიერ დილას, დეპრესიის სახით გამოვლინდა.
თუკი ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან ოთხი-ხუთი მაინც აღგენიშნებათ, სწორედაც რომ დეპრესია გქონიათ.

როგორ გავთავისუფლდეთ მისგან
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზოგს დეპრესია საერთოდ არ ემართება, ზოგს კი ძალუძს, საკუთარი ძალებით გაუმკლავდეს მას (თუმცა, ფორმას გააჩნია) და გააგრძელოს ნორმალური ფუნქციონირება ოჯახსა თუ სამსახურში. მაგრამ თუკი იმდენად ხართ შეპყრობილი ავადმყოფური განცდებით, რომ რეალობასთან კავშირს კარგავთ და ნორმალური ცხოვრებით ვეღარ ცხოვრობთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ფსიქოთერაპევტს ან ფსიქიატრს.
დეპრესიის მსუბუქ შეტევას კი შეგიძლიათ თავადაც გაართვათ თავი. ამ შემთხვევაში ხელი უნდა მოჰკიდოთ თქვენთვის საინტერესო საქმეს. რაც მთავარია, არ მისცეთ თავს მარტო დარჩენის საშუალება. მოინახულეთ საყვარელი ადამიანები – უმჯობესია, დრო მათ გარემოცვაში გაატაროთ, ვისთანაც მშვიდად იგრძნობთ თავს; ასევე, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე მზიან ამინდში; შეცვალეთ გარდერობი და მასში ღია, ნათელი ფერები (განსაკუთრებით – ყვითელი) შეიტანეთ. შეცვალეთ სახლის ან თქვენი ოთახის ინტერიერის დიზაინი; იკვებეთ სწორად – მიირთვით ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები. ზოგი მეცნიერის აზრით, კოფეინის შემცველი პროდუქტები, მაგალითად ყავა და შოკოლადი (რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ უძილობა არ გაწუხებთ), მსუბუქი დეპრესიული შეტევის უებარი საშუალებაა. საერთოდ, დეპრესიის თავიდან ასაცილებლად, უნდა იცხოვროთ ცხოვრების ჯანსაღი წესით, მისდიოთ სპორტს.
დაბოლოს, ძვირფასო ქალებო, ეცადეთ, დაივიწყოთ ყველანაირი უსიამოვნებანი და აკეთოთ ის, რაც გულით გსურთ. გააცნობიერეთ თქვენი დადებითი მხარეები და ირწმუნეთ საკუთარი თავის. თქვენ ხომ ერთადერთი და განუმეორებელი ხართ ამ სამყაროში?! გააცნობიერეთ თქვენი უნიკალურობა და დაიწყეთ ახალი ცხოვრება ამ შეგრძნებით.

წყარო: ambebi.ge



namceca

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა


კომენტარები პოსტზე
ციტატირება მარ 9, 2010
14:43
mista grimm - პასუხი

მაგარი პოსტია :yes: :yes: :yes:

ციტატირება მარ 9, 2010
14:46
MiSS BlaCK - პასუხი

არ გეთანხმები,ძლიერ ადამიანებსაც ემართებათ დეპრესია,უბრალოდ ადამიანი ვერ იქნება ყოველთვის ძლიერი,ეს ძალიან დამღლელია.რაც შეეხება სიმპტომებს,უმეტესობა სწორი გიწერია

ციტატირება მარ 9, 2010
15:04

მე არ მემუქრება დეპრესია რადგან ძლიერი ფსიქიკა მაქვს :)) :yes: :yes:

ციტატირება მარ 9, 2010
15:31

ისე მზე, ზღვა და სუფთა ჰერი მართლაც შველის დეპრესიას….:(

ციტატირება მარ 9, 2010
16:12

მე მემგონი მეწყება უკვე :D ოხ ეს სწავლა :(

ციტატირება მარ 9, 2010
17:00

ჰმ დეპრესია, ვეღარ ვუმკლავდები :cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry:

ციტატირება მარ 9, 2010
17:56
whyborn - პასუხი

დეპრესია სხვათა შორის დზლიერ ადამიანებს უფრო ემართებათ

ციტატირება მარ 9, 2010
18:03
nat_nat - პასუხი

MiSS BlaCK
whyborn
მარტლები ხართ და მიზეზი იცით?

ძლიერი ადამიანის სიძლიერე, მხოლოდ ნიღაბია, ის ასეთად ჩანს…. ძლიერი ადამიანი შეიძლება ყველაზე სუსტი იყო….

ეჰჰჰჰ…. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ძლიერის სიძლიერის სჯერათ და ჰგონიათ მას დახმარება არ სჭირდება და გასაჭირის დროს მარტო აღმოჩნდება ხოლმე, “ეგ მაგარია, თვითონ მიხედავს თავსო”

ეეჰჰჰჰ…. მგონი დეპრესია მაქვს :(

ციტატირება მარ 9, 2010
18:53

ამ სიმპომებს თუ გავითვალისწინებთ აშკარად დეპრესია მაქვს…. :( :(

ციტატირება მარ 9, 2010
18:54

სიმპტომებს

ციტატირება მარ 9, 2010
19:40
ციტატირება მარ 9, 2010
21:10
MiSS BlaCK - პასუხი

nat_nat
:) მართალი ხარ .მე სულ ასე მომდის.ჩემს პრობლემებს მე თვითონ ვუმკლავდები…ბავშვობიდან ამას ვარ მიჩვეული…ახლა უკვე როდესაც ვინმე მეუბნება დაგეხმარებიო მომიყევიო რა გჭირს,ვეღარ ვეუბნები,ვამბობ რომ ჩემითაც შემიძლია გამკლავება.ძნელიაა მართლა ეს ყვლაფერი და მოსაბეზრებელიც. :yes: ზოგჯერ როცა ნატრულობ რომ სუსტი იყო,რომ იტირო და მოგეშვას,იმდენად ძლიერი ხარ ტირილიც არ შეგიძლია.

ციტატირება მარ 9, 2010
23:09
მიმი - პასუხი

მე საშინელი დეპრესია მქონდა…. : ( ტავის მოკვლა დავაპირე, მაგრამ გადამარჩინეს… :yes:

ციტატირება მარ 10, 2010
00:52

საფინალო სურათი რაღაც არაპოზიტიურია :D :D :D სხვა რამით უნდა დასრულებულიყო.. მაგალითად მომღიმარი ლამაზმანით :)

ციტატირება მარ 10, 2010
02:48
სალადინ - პასუხი

ქართველ მეფეები დეპრესიულები იყვნენ :D :D მაგრამ ძლიერები

ციტატირება მარ 10, 2010
03:28
boss_sheff - პასუხი

მემგონი ყველა სიმპტომი მაქ. აქამდე კი ვამბობდი დეპრესია მაქვსთქო მაგრამ ამ სტატიის შემდეგ საბოლოოდ დავრწმუნდი. ეხლაც ცუდათ ვარ…. :cry: :cry: :cry: :cry: :cry: ვერავის ვუგებ,ყველა მაღიზიანებს და სულ ვჩხუბობ, კიდევ ბევრი რამ ჩამოთვლა აღარ მინდა :( :cry: ესე მგონია სულ ესე ვიქნები :cry: :cry: :cry:

ციტატირება მარ 10, 2010
20:07
nat_nat - პასუხი

MiSS BlaCK
აუ როგორ მესმის შენი…. ყველას ჰგონია, რომ არანაირი პრობლემა მაქვს და ჩემს მოწყენილ სახეს არასერიოზულად უყურებებნ, ჰგონიათ, რომ თავს ვაჩვენბ და არავინ ცდილობს ჩემს დახმარებას…. ნათია მაგარია! ყველაფერს თვითონ მიხედავს… ასეთ დროს ყველაფერი მბეზრდება და მინდა ხოლმე, რომ ყველაფერს გავეცალო :cry: :cry: :cry:

ციტატირება მარ 11, 2010
20:32
salinka - პასუხი

სიძლიერეზე რაც აღნიშნეთ გეთანხმებით.. ისე ცუდი რამეა ეს დეპრესია და არა მარტო მზე, არამედ ბუნებასთან ყველანაირი სიახლოვე შველის

ციტატირება მაი 14, 2010
00:07
თეო - პასუხი

არ ვიცი რა მჭირს, 1 თვის წინ ძალიან ცუდი რაგაც შემემთხვა, ჩემთვის უსაყვარლეს ადამიანს დავშორდი, იმის მერე ვგრძნობ რო საშინელი დეპრესია დამეწყო, ყველაფერი მაღიზიანებს მინდა სადღაც გადავიკარგო და სულ ვიტირო რა მეშველება არ ვიცი იქნებ მირჩიოთ რამე :(((((((((

ციტატირება ივნ 25, 2010
21:22

mec sashineli depresia mqonda da maqvs axlac!..tavis mokvla vcade magram ver shevdzeli…ar vici rogor moviqce

ციტატირება ივნ 25, 2010
21:26

mec sashinel depresiashi var…tavis mokva vcade magram ver shevdzeli…ar vici ra vqna!..

დაამატე კომენტარი

Security Code:

წინა პოსტი
«
შემდეგი პოსტი
»